უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და საერთაშორისო ხასიათის გარიგებების სიხშირე საქართველოში იურისტების მიმართ ახალ მოთხოვნებს ადგენს. ეს უკანასკნელი პირველ რიგში ვლინდება ბიზნეს სამართლის სფეროში, რომლის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა ადგილობრივ სამართლის ცოდნასთან ერთად, უნდა მოიცავდეს საერთაშორისო სამართლებრივი კულტურასა და პრაქტიკასთან სიახლოვეს.
ბიზნეს-სამართლის ტრენინგი მოიცავს საწარმოს დაფუძნების, მართვის, საწარმოთა შერწყმის, დაყოფის და გარდაქმნის, წილების/აქციების შეძენის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საკითხებს. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სანივთო და ვალდებულებითი სახელშეკრულებო ურთიერთობები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, ერთობლივი საქმიანობის მენაშენეთა ამხანაგობის საქმიანობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. პრობლემატიკა განხილული იქნება საერთაშორისო კერძო სამართლის ჭრილში. ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ოფიციალური დოკუმენტაციის სამართლებრივად გამართულად შედგენისა და გაფორმების წესებს, შეიძენენ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარებათ.
ტრენინგის მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა ბიზნეს სამართლის სფეროში. ის ორინტირებულია იურიდიული პრაქტიკის ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს საერთაშორისო გარემოში მუშაობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს სალექციო ნაწილს და სხვადასხვა პრაქტიკული შემთხვევის ანალიზს. ტრენინგის გავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ რთული ბიზნეს-ტრანზაქციების დამოუკიდებლად შესრულებას, მიიღებენ სწორ და სამართლებრივად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს.
ტრენინგის ფარგლებში გამოყენებულ იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მსმენელების მაქსიმალური ჩართულობა და ძირითადი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე
ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკაში მისი რეალიზაციის უნარი.
კურსს წარუძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – თამარ წიკლაური.
Asdasd
Nice Theme! Aras a neque diam. Aenean dapibus accumsan velit eget imperdiet. Quisque sapien neque, pharetra ac, iaculis a elitdapibus accumsan velit.