All instructors

გრიგოლ ვატიტაძე

პირადი ინფორმაცია დაიბადა 1980 წლის 7 ოქტომბერს. განათლება 1998 წელს დაამთავრა თბილისის N 115 საშუალო სკოლა. 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. სამუშაო გამოცდილება 2003-2004 წლებში იყო იურისტი საადვოკატო ბიუროში ,,მიგრიაული და პარტნიორები”. 2004-2005 წლებში იყო მოქალაქეთა მომართვებისა და მიღების დეპარტამენტის თანამშრომელი […]

მალხაზ ჩიტაია

მოწვეული ტრენერი,  სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი. 2007 წლის 14 ივნისიდან 2012 წლის 01 მარტამდე იკავებდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა თანამდებობას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს კრიმინალისტიკაში.