📢📢 ყურადღება! ყურადღება!
 “საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა” აცხადებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს.
🎯 კურსის მიზანია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
📝 აუცილებელი მოთხოვნა: უმაღლესი იურიდიული განათლება;
🔨 სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.
🔨 მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოიცავს 2 ეტაპს, პირველი ეტაპი – ტესტირება და მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა.
 შესაბამისად ჩვენი კურსი შედგება 2 ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი: კანონმდებლობის მიმოხილვა.
საერთო სამართლის სპეციალიზაცია:
🔹 საკონსტიტუციო სამართალი;
🔹 სისხლის სამართალი
🔹 სისხლის სამართლის პროცესი;
🔹 სამოქალაქო სამართალი;
🔹 სამოქალაქო სამართლის პროცესი;
🔹 ადმინისტრაციული სამართალი
🔹 ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
🔔 კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 192 აკადემიურ საათს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია:
🔹 საკონსტიტუციო სამართალი;
🔹 სამოქალაქო სამართალი;
🔹 სამოქალაქო სამართლის პროცესი;
🔹 ადმინისტრაციული სამართალი;
🔹 ადმინისტრაციული პროცესი;
🔹 ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
🔔 კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 144 აკადემიურ საათს ლექციები;
სისხლის სამართლის სპეციალიზაცია:
🔹 საკონსტიტუციო სამართალი;
🔹 სისხლის სამართალი;
🔹 სისხლის სამართლის პროცესი;
🔹 ადმინისტრაციული პროცესი;
🔹 ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
🔔 კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 144 აკადემიურ საათს.
 მეორე ეტაპი:
მეორე ეტაპზე გადადიან ის კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს.
📖 გამოსაცდელებს წერითი გამოცდისათვის ეძლევათ 6 საათი, რა დროსაც მათ უნდა შეძლონ, როგორც სამართლის ნორმების მისადაგება საგამოცდო ბილეთში მოცემულ ცხოვრებისეულ მაგალითებთან, ასევე თავიანთი მოსაზრებების კანონშესაბამისი დასაბუთება.
🎓 მეორე ეტაპს წაიკითხავს სამართლის დოქტორი – ნინო ბოჭორიშვილი.
📝 კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და მატერიალური და საპროცესო ადმინისტრაციული სამართლის კაზუსის ამოხსნის მეთოდებსა და სქემებს, იურიდიული არგუმენტაციისა და ნორმის ფაქტობრივი გარემოებებისადმი მისადაგების თავისებურებებს და სხვ. ასევე, იმუშავებენ პრაქტიკულ ჯგუფებში და მიეცემათ საშინაო დავალებები.
მსმენელებს სასწავლო კურსის მიმდინარეობისას შეეთავაზებათ კონკრეტული კაზუსური დავალებები ადამიანის ძირითადი უფლებების, საქართველოს კონსტიტუციური სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, რაც საშუალებას მისცემთ შეისწავლონ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით.
🔔 კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს
💵 კურსის ღირებულებაა 290 ლარი.
ფუნქციონირებს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფები, მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა”-ს ორენოვანი, საერთაშორისო სერტიფიკატი.
 მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია, შემდეგ მისამართზე:
📨 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 37, III სად. IV სართ.
 ტელ: 2 99 08 59; 📱 593 78 60 60